ცაგერსა და ლენტეხში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ცაგერსა და ლენტეხში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა. მათგან 4 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, 2 – ცაგერის.

ლენტეხში ერთ-ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირია.

როგორც მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, ინფიცირების ახალი ფაქტების რიცხვის ზრდა, იზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვსაც გაზრდის.

ეპიდემიოლოგებმა და სპეციალისტებმა შესაძლო კონტაქტების მოძიება უკვე დაიწყეს.
ამ მომენტისთვის ლენტეხში კოვიდინფიცირების 22 , ცაგერში კი – 19 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები