ქვემო ქართლში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

“რუსთავში დღეს დილიდან გვაქვს კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებაში”, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 121 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები