აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალების შვიდი შემთხვევა -ასეთია ბოლო 24 საათის მონაცემები აჭარაში. ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

აჭარაში კოვიდცენტრებში 673 პირი მკურნალობს, აქედან 73 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 23 პაციენტია.

აჭარაში კოვიდსასტუმროებში 804 მოქალაქე რჩება.

1788 ადამიანი კი საკარანტინო სივრცეშია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები