ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 3952 დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო ერთ დღეში აფხაზეთში გარდაცვალების ფაქტი არ გამოვლენილა, სულ 36 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ვირუსის დამარცხება 1474-მა  პირმა შეძლო.

გუდაუთის საავადმყოფოში 148 პირი მკურნალობას, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 36-ის საშუალო სიმძიმის არის.

პანსიონატ “აითარ”-ის ჰოსპიტალში 54 ადამიანია მოთავსებული, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები