იმერეთში კორონავირუსით 70 წლის ქალი გარდაიცვალა

იმერეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 70 წლის პაციენტი თერჯოლის მკვიდრი იყო და ის კლინიკა “თერჯოლამედში” მკურნალობდა.

კლინიკის დირექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი კლინიკაში 14 ოქტომბერს ბათუმიდან შეიყვანეს. მისი თქმით, ქალის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, რადგან თანმდევი გულ-სისხრძარღვთა დაავადება ჰქონდა.
გართულებული მდგომარეობის გამო მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები