რუსთავში ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საბავშვო მოედანი გაიხსნა
რუსთავში, XVII მიკრო რაიონში, საზოგადოება „რუსთაველების“ ორგანიზებით სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საბავშვო მოედნის გახსნის ღონისძიება მოეწყო. სამოქალაქო პლატფორმის და რუსთავში მოღვაწე ბიზნესმენების ხელშეწყობით ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართებზე მოედნების მოწყობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.ასევე მოედნებზე ვანდალური ფაქტების პრევენციის და ბავშვების უსაფრთხოებისთვის მაღალი რეზოლუციის Live-კამერები www.geocamera.ge -მ განათავსა. პრეზენტაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან და საზოგადოება „რუსთაველების“ წევრებთან ერთად, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ლაცაბიძემ განაცხადა სპორტულ-გამაჯანსაღებელი და საბავშვო მოედნზე დამონტაჟდა ვიდეოკამერები.
„ დღეს მე-17-ე მიკრო რაიონშ დავესწარით ახალი რეკრიაციული სივრცის გახსნას,არის მულტიფუნქციური სივრცე პატარებისთვის და მშობლებისთვის. არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.მე მიხარია რომ რუსთავში არსებული ბიზნესჯგუფები,საზოგადოება რუსთაველები არქტიურად არიან მსგავს ღონისძიებებში ჩართული. დღეს ქალაქის მასშტაბით რა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს აღნიშნული პროექტები. აქ სიახლე ის გვაქვს კიდევ,რომ დამატებულია ვიდეოკამერები რომლითაც,რომლითაც ერთისმხრივ ავიცილებ თავიდან ვანდალიზმის ფაქტებს და მეორეს მხრივ მშობელს ექნება შესაძლებლობა სახლიდან ადევნოს თვალი მის შვილს“,- გვითხრა ნინო ლაცაბიძემ.