ყვარლის სკოლა 3 მოსწავლის დაინფიცირების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ყვარელში, ერთ-ერთი საჯარო სკოლა სწავლებას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. მიზეზი 3 მოსწავლის კოვიდ 19- ით დაინფიცირება გახდა. როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რეგიონში ჯამში კორონავირუსის 362 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

“კახეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით, ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია. სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 362 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით კი მათი განაწილება ასეთია:

ახმეტაში-29, გურჯაანში -74,
დედოფლისწყაროში -15 , ყვარელში -63 , სიღნაღში – 37, ლაგოდეხში -36,
თელავში – 98 და საგარეჯოში 10 შემთხვევა.
აქტიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება 249 ინფიცირებული, მათგან 28 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 220 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 1 იმყოფება კარანტინში, 113 პირი გამოჯანმრთელდა. არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთის რეგიონში დღემდე 31279 პსრ ტესტირებაა ჩატარებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები