ბოლნისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველის ინფორმაციით ავტომობილი მაღალი სისწრაფით მოძრაობდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა.
ადგილზე მობილიზებული იყო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 6 ნაწილით დაიწყო.