ბაღდათელი სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ, სასწრაფო სამედიცონო დახმარების ცენტრში. მათი თქმით, ინფიცირებული 45 წლის ქალი მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. ის ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა და მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.