ახალციხეში „ქართული ოცნების“ მსვლელობაში 250-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა

ახალციხეში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა, ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, მსვლელობა გამართა.
ქალაქის შესასვლელში დაწყებული მარში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა. ანტონ ობოლაშვილი, ახალგაზრდებთან ერთად, ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ წინა საარჩევნო ბროშურებს ურიგებდა და გამარჯვებისკენ მოუწოდებდა.
„ძალიან ამაყი ვარ დღეს, რადგან ჩემს უკან დგანან ახალგაზრდები. ჩვენ ფეხით დავიწყებთ სიარულს ქალაქის ერთი თავიდან და გადავალთ უნივერსიტეტამდე. ეს ადგილი სიმბოლურია, რადგან ბევრი ახალგაზრდაა. გზადაგზა დავარიგებთ ჩვენს ბროშურებსაც. ამით ვასრულებთ ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას. ხალხმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. ხმა მისცეს ანტონ ობოლაშვილს“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები