შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება. დავალება კი იყო, რო წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს,მათ ეს პირნათლად შეასრულეს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ირგვლის განვითარებული მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ამჟამად სპეცღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია ხელი არ შეეშალოს გამოძიებას.
“პოლიცია და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით, დღეს საქართველოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში, ჩვენი პოლიციელები, იცავენ თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოებას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც საარჩევნო პერიოდში კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერთი ტელევიზია ან ზოგიერთი პოლიტიკოსი, ცდილობს დააკონვერტიროს პოლიტიკურად ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ეს არის ამორალური. თქვენი შეკითხვის მიზანი პასუხის მოსმენა კი არა, პანიკის დათესვაა. საქართველოში დღეის მდგომარეობით, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ყოველდღე ხდება ყაჩაღობები, ეს არის ტყუილი. ახლა დავუბრუნდები სპეცღონისძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ, იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება. კონკრეტული დავალება, კი იყო ის, რომ წვეთი სისხლი არუნდა დაიღვაროს. მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად. მე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს დავალება მათ უნდა შეესრულებინათ და მათ ის შეასრულეს.
ახლა, რაც შეეხება მეორე ნაწილს. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ დასრულდება წარმატებით.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვთესავთ მოსახლეობაში პანიკას, ხვალ არჩევნები, რომ დასრულდება, როდესაც “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თქვენი უსაფრთხოება, თქვენი ოჯახის უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, იგივე პოლიციამ უნდა დაიცვას. მე შინაგან საქმეთა სამინისტროში, მხვდა ბედნიერება, მემუშავა ორი წელი. იდეალურად, ზედმიწემით ვგრძნობ, ვიცი რას გრძნობს თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი – მე მინდა მათ, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე როგორც თიოეულ სამხედროს, რომელიც უბრალოდ, იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ და ეს არის ამორალური”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღეს სპეცოპერაციის ამ შედეგით გულგატეხილია – ოცნებობს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას, ვერ მიაღწევენ.
“მერწმუნეთ ეს ტოქსიკური ოთხი, ხუთი დღე გაივლის და ისე არუნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ. შეუძლებელია, ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ზუგდიდში, შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და მას შემდგომ, რაც სისხლი არ დაიღვარა დაჟინებით მოითხოვს, რომ თურმე ამხელს პოლიციას, რომ პოლიცია არის უმოქმედო და უნიათო ეს ასე არ არის. ამას ჩვენი საზოგადოება სულ მალე დაინახავს. წყნარად, მშვიდად, ყველანი მივხვდებით ამ პანიკის და აჟიოტაჟის ფასს, ზუსტად არჩევნებიდან მეორე მესამე დღეს. ოპოზიციის ნაწილი ოცნებობს, რომ სახელმწიფო ინტიტუტები ჩამოიშალოს უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალოს, მაგრამ ეს უბრალოდ მიუღწევადია, ვერ მიაღწევენ”,- განაცხადა გახარიამ.