12 წლის თვითნასწავლი ვებ დეველოპერი გურჯაანიდან

ათუკა თათრიშვილმა 12 წლის ასაკში ოცნება აისრულა და ვებდეველოპმენტი საკუთარი ძალებით ისწავლა.
პატარა პროგრამისტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის, მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ათუკამ ვებდეველოპმენტის შესახებ ახლობლისგან გაიგო.
მას შემდეგ გაუჩნდა სწავლის ინტერესი და სულ რაღაც ერთ წელში აღნიშნულ პროგრამას დამოუკიდებლად დაეუფლა.
ათუკა ფრონტის და ბექენდის პროგრამებზე სახლიდან გაუსვლელად მუშაობს. წერს კოდებს და ავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს. პატარა პროგრამისტს დიდი სამომავლო გეგმები აქვს.
ათუკას სურს, რომ საყვარელი საქმით შესაბამის სფეროში დასაქმდეს და მიღწეული წარმატებით, როგორც ოჯახი, ასევე სკოლა ასახელოს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები