წილკნის დევნილთა ჩასახლებიდან წეროვნის დევნილთა ჩასახლებამდე გადაადგილება უკვე ხუთ წუთშია შესაძლებელი
წილკნის დევნილთა ჩასახლებიდან წეროვნის დევნილთა ჩასახლებამდე გადაადგილება უკვე ხუთ წუთშია შესაძლებელი. სამშენებლო კომპანიამ სამ კილომეტრ ნახევრიანი ამორტიზებული გზა სრულად განაახლა, დასრულებულია ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების პროცესი, სამუშაოები რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან ფინასდება და მისი ღირებულება მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემა იძულებით გადაადგილებულ პირებს ათეული წლებია, რაც აწუხებთ ამიერიდან კი დროის შემცირების გარდა გადაადგილება დასახლებებს შორის კომფორტული და უსაფრთხო იქნება.