გურიაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გურიაში დღევანდელი მონაცემებით კოვიდ – 19-ის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 14 ოზურგეთში. “24 ახალი შემთხვევა გვაქვს, კიდევ მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტების მოძიება ინფიცირებულების. ისევე როგორც მთელ საქართველოში, ჩვენც ველოდებით სიტუაციის გაუარესებას ნოემბრის მეორე – მესამე დეკადაში”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ.