“ალბათ, გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პოლიციას”

“ალბათ გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პოლიციას”,-ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა.

“დავიწყოთ სპეცოპერაციიდან, მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ჩვენ ვიხილეთ ყველამ ის ძარცვა და მძევლად აყვანა ათეულობით ადამიანის, პირველი შემთხვევაა, როცა მე მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და თქვენის ნებართვით მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო შსს-ს მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო – ზემო სვანეთის მთლიან შემადგენლობას, თუმცა ალბათ არავინ მიწყენს თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ადამიანები და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო ზემო სვანეთში მრავალი სხვა პოლიციელი იყო, ვინც ბატონი ავთანდილის ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა ისე გააკეთებდა ამ არჩევანს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისად, ეს მადლობა ეკუთვნით მათ. ასევე მადლობა ეფუძნება იმას ჩემი მხრიდან, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისა, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას რომ ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას რომ ეს ასე არ მოხდა, ბატონი მინისტრი პირველივე საათებიდან ზუგდიდში იმყოფებოდა და პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ამ პროცესს. რაც შეეხება მათ შორის თქვენც, ალბათ გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პოლიციას.
მე მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის რომ ადამიანების სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მე მინდა ყველას შეგახსენოთ რაც არის საერთაშორისო და უფრო კონკრეტულად ევროპული სტანდარტი, როდესაც სახელმწიფოს და უფრო კონკრეტულად პოლიციელს აქვს არჩევანი – გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე, სტანდარტი ადამიანის უფლებების ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულებაა ჯერ გადაარჩინოს ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შემყრობაზე. ჩვენი პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ სწორედ ამ სტანდარტით. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ოპონენტი სხვა სტანდარტის დაცვისკენ მოგვიწოდებს თითქოს, რომ მთავარი უნდა ყოფილიყო ოპონენტის შეპყრობა და ნუ ვინც გარდაიცვლებოდა გარდაიცვლებოდა რას ვიზამთ მერე, მაგრამ ჩვენ არ ვართ ასეთი მთავრობა, ვისაც ეს არ მოსწონს მინდა გავიზიარო მათი მწუხარება, მაგრამ ჩვენ არასდროს არ დავაყენებთ დამნაშავის შეპყრობია პრიორიტეტს უფრო წინ, ვიდრე არის ათეულობით ადამიანის სიცოცხლე. დამნაშავე არის იდენტიფიცირებული. გამოძიებას გუშინ ჩვენ ვნახეთ რომ ზოგიერთმა პარტიულმა ტელეარხმა პირდაპირ შეუშალეთ ხელი შეუშალა ხელი -თუ ასე მოგწონთ და შსს – ს მოწოდების მიუხედავად ზოგიერთმა თქვენგანმა მაინც გაავრცელეთ დამნაშავის შესახებ ინფორმაცია და ამით პირდაპირ გეუბნებით, რომ თქვენ ამ ტელეარხებმა ხელი შეუშალეთ გამოძიებას, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ დამნაშავე იქ ეს მოკლე ვადებში შეპყრობილი”,-აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები