თეა წულუკიანი: ზუგდიდში რომ სისხლისღვრა არ ვიხილეთ, ეს მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურებაა, რომელსაც თქვენ ჩამოშლილს უწოდებთ

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და პოლიციას მადლობა გადაუხადა.

„მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ყველამ ვიხილეთ ძარცვა და ათეულობით ადამიანის მძევლად აყვანა, პირველი შემთხვევაა როდესაც მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და თქვენი ნებართვით მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინსიტროს მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მთლიანად მთელ შემადგენლობას და ალბათ არავინ მიწყენთ, თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ასეთი ადამიანები.

ასევე მადლობა ეფუძნება ჩემი მხრიდან იმას, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. მე მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩა“, – განაცხადა თეა წულუკიანმ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები