ირაკლი ქადაგიშვილი: ვხვდებით ამომრჩეველს, კარდაკარ დავდივართ, ბაზრობებზე შევდივართ, ქუჩაში ვმოძრაობთ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად თელავის ქუჩებსა და ბაზრობებზე საინფორმაციო, მხარდამჭერი ბროშურები დაარიგა.

,,მნიშვნელოვანია და ლამაზია ხოლმე კამპანია, როდესაც ახალგაზრდებთან ერთად ტარდება.
დღეს ჩვენ, ახალგაზრდები ყველა მუნიციპალიტეტში დავდივართ.
მეც ახალგაზრდა ვარ, როდესაც მათთან ერთად ვარ. ვხვდებით ამომრჩეველს, კარდაკარ დავდივართ, ბაზრობებზე შევდივართ, ქუჩაში ვმოძრაობთ.
ეს დიდი პოზიტივია ხალხისთვის და პოზიტივია რა თქმა უნდა, ახალგაზრდებისთვისაც”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები