სამეგრელოში კორონავირუსი 63 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 10
რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 407 ნიმუშებიდან 63 -ზე დადებითი პასუხია,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 7 შემთხვევა გვაქვს წალენჯიხაში, 6 შემთხვევა გვაქვს ფოთში, ასევე 5 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, 4 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 4 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 10 პირი ისინი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადოდნენ, მათგან 9 ზუგდიდელია და 1 ჩხოროწყუს მაცხოვრებელია”,- აღნიშნულია გუბერნიის პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.