გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატს მმართველი პარტიიდან გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახენ დეპუტატობის კანდიდატმა მიმართვა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

„ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო!
მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავიდე თვითიზოლაციაში.
განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.
მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას.
წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, გისურვებთ
ჯანმრთელობას!
#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის”,-  წერს გოჩა ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები