დუშეთში, სოფელ ახატანში, წყლის სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყლის სისტემის მშენებლობას 5 მილიონი მოხმარდება

რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

წყალმომარაგების კომპანიამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში, წყლის სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადდა.

დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 6 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

დღეის მდგომარებით, სოფელ ახატანში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი რის გამოც მოსახლეობა წყალს შეზღუდული გრაფიკით ღებულობს.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია, გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი. მოხდება მოსახლეობის ინდივიდულური გამრიცხველიანება.

საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 15 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის შედეგად სოფელ ახატანში მცხოვრები 1 600 -ზე მეტი ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები