კახეთში კოვიდ 19- ის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში კოვიდ 19- ის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჯამში კოვიდ 19- ის 1 824 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის კი ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დადასტურდა.

” დღეს გამოვლენილი 1 824 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა, აჭარა – 545, იმერეთი – 305, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 56, გურია – 24, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი -22, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 23 პირი გარდაიცვალა, რაც შეეხება კახეთს, ამ დრომდე რეგიონში ინფიცირებული პაციენტების ლეტალობა არ ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები