რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა
დღევანდელი მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა- ცაგერსა და ამბროლაურში ორი, ლენტეხში კი ერთი დადასტურებული შემთხვევაა.
როგორც ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან „რეგიონულ კვირას“ განუმარტეს, ახალი ინფიცირების შემთხვევები ძირითადად წინა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს უკავშირდება.
ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები ახალი დადასტურებული შემთხვევების გამოსავლენად უკვე მუშაობენ, რაც მათი განცხადებით, გაზრდის თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვს.
ამ მომენტისთვის, ლენტეხში 18 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, იზოლაციაში 18 ადამიანი იმყოფება, ცაგერის მუნიციპალიტეტში 17 დადასტურებული შემთხვევაა და 105 მდე ადამიანი იზოლაციაშიია, ამბროლაურში დილის მონაცემებით სულ 8 დადასტურებული ინფიცირებული პაციენტია.