545 ახალი შემთხვევა, 262 გამოჯანმრთელებული და 8 გარდაცვლილი – აჭარაში ეპიდვითარება კვლავ რთულია
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდინფიცირების 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 262 კოვიდ დადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 7072 პაციენტი.
კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 8 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან 3 , 79 წლის მამაკაცი, 82 წლის მამაკაცი და 78 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობას.
65 წლის მამაკაცი ბათუმის ინფექციურ კლინიკაში გარდაიცვალა მას კოვიდინფექციასთან ერთად თანხმლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
თანხმლები დაავადებები აღენიშნებოდათ 71 და 65 წლის მამაკაცებსაც, რომლებიც ქობულეთის სამედიცინო ცენტში გარდაიცვალნენ.