იმერეთში კოვიდინფიცირების 302 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იმერეთში კორონავურუსის 302 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ნაწილი კოვიდ სასტუმროებში, ნაწილი კი კოვიდკლინიკებში მოთავსდა. ახალი ინფიცირებულების უმეტესობა ქუთაისიდანაა. 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კოვიდ დადასტურებული 49 პაციენტი მკურნალობს. მათგან მძიმეა 9, კრიტიკულად მძიმე ორი პაციენტი. “ბომონდის” კლინიკაში მკურნალობას 77 ინფიცირებული განაგრძობს, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.