იოსებ ხახალეიშვილი: ქალაქის უკეთესად განვითარების საკითხში ადგილობრივი არასამთავრობოების ჩართულობის იმედი მაქვს
“წლების განმავლობაში არასამთვრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ამიტომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას“, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა პანდემიის შედეგებსა და პროგნოზებზე, ქუთაისში არსებულ წინაასარჩევნო ვითარებაზე, ასევე ქალაქის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ და და უახლოეს მომავალში დასაწყებ პროექტებზე ისაუბრა.
“ჩვენ ვისაუბრეთ ყვეელაფერზე, რაც კი შეიძლებოდა განგვეხილა ქუთაისთან მიმართებაში, მათ შორის ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინტერნეტის გადასახადის დაფარვაზე, ახალ მილიონიან პროექტებზე, რომელსაც ვიწყებთ მომავალი წლიდან და რომელიც უზრუნველყოფს კანალიზაციის გამოცვლას მთელს ქალაქში, ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშნელობაზე, დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც სულ ახლახან გადაეცათ ბინა და წლის ბოლომდე ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, საბჭოებზე, რომლის გაკეთებას ვგეგმავ ქალაქის მუნიციპალიტეტებში და რომელიც იზრუნებს ხალხის ჩართულობაზე ქალაქის განვითარების პროცესში; ასევე მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პორტალის გაკეთების სურვილზე, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს საკუთარი პრობლემის ამსახველი ფოტოს ატვირთვას, რასაც მოჰყვება სწრაფი რეაგირება. ვისაუბრეთ ზოგად ღირებულებებზე, ქუთაისზე, როგორც განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ტურიზმის ცენტრზე.
ქალაქის უკეთესად განვითარების საკითხში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, ამ ადამიანებს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ქვეყნის სწორი მშენებლობის პროცესში”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.