ჯანდაცვის სამინისტრო 21 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსთავში 21 წლის ახალგაზრდის გარდაცველების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს.
როგორც სამინისტორში აცხადებენ, ახალგაზრდა კაცი გამოჯანმრთელებული იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა გადაამოწმეს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მან საკარანტინე სივრცე.
„იგი იყო კოვიდ გამოჯანმრთელებული. 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარნტინო სივრცეში კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტის გმო. კარანტინის გასვლის შემდეგ მოხდა მისი გატესტვა. დადასტურების შემდეგ იგი გადავიდა სასტუმროში, სადაც იყო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ იგი გაიწერა სასტუმროდან. იგი იყო კოვიდ გამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილი პროტოკოლის შესაბამისად.
გაწერისას მოხდა ექიმის მხრიდან შეფასება. თავს გრძნობდა კარგად, არ შეინიშნებოდა ჩივილი. რამდენჯერმე მან მიმართა ექიმს, რომ დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე დროზე ადრე, რადგან იგი კარგად გრძნობდა თავს.
სასწრაფო დახმარებას მასთან არ დაუგვიანია. ადგილზე მისვლისას უკვე გარდაცვლილი დახვდა პაციენტი“,- განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, დღეს რუსთავში 21 წლის კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა, რომელიც კოვიდსასტუმროდან გუშინ გაწერეს.