ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე გამოკვლეული 285 ადამიანიდან ინფიცირება 100-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3839-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 128 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1464 გახდა.