ბადრი ესებუას ოჯახში ჩხრეკის პარალელურად, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა
ბადრი ესებუას ოჯახში მიმდინარე ჩხრეკისას ოჯახის წევრები შეუძლოდ გახდნენ. ექიმები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ნერვიულობის ნიადაგზე გახდნენ შეუძლოდ და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში შინაგან საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირი ბადრი ესებუაა. მანამდე კი საპოლიციო ძალები ესებუების ოჯახში მივიდნენ, სადაც ჩხრეკა ამ დრომდე მიმდინარეობს.