რუსთაველმა აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს

რუსთავში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, რუსთაველმა აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.
აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცისს წარმომადგენლებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატის დავით კირკიტაძის წინა საარჩევნო დაპირებების ხუთ პუნქტიანი გეგმა განიხილეს.
როგორც სამოქალაქო აქტივისტმა გივი შანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დავით კირკიტაზე მოსახლეობას დისკრიმინაციულ სიტუაციაში აყენებს რამაც შესაძლოა საზოგადოებაში შუღლი და დაპირისპირება გამოიწვიოს.
“დღეს შევიკრიბეთ იმისავის, რომ განგვეხილა დავით კირკიტაძის 5 პუნქტიანი დაპირება, რომლითაც პირდება რუსთაველ მოსახლეობას სიღარიბიდან გამოსვლას. მოსახლეობას ჰპირდე, რომ დაუკანონებს თვითნებურად შემოღობილ ბაღებს, ავტოფარეხებს რომლებიც ისედაც ამახინჯებს ქალაქის იერსახეს”, – განაცხადა გივი შანიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები