ახალქალაქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ
“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, სამველ მანუკიანს ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა იგი მოსახლეობას ხვდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი, სახეზე მიყენებული დაჟეჟილობებით, ახალქალაქის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. კლინიკის მთავარი მენეჯერის, ალექსან თოროიანის ინფორმაციით, მანუკიანი სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს.
“რეგიონული კვირა” შეეცადა ამბავი თავად სამველ მანუკიანთან გადაემოწმებინა, თუმცა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ცნობისთვის, შემთხვევა სოფელ სამსარში მოხდა, რასაც ადგილობრივებიც ადასტურებენ.