ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს

ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” განხორციელებულ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამასთან, ვლადიმერ ბორცვაძემ მედიას დაუდასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დანაშაული ბადრი ესებუამ ჩაიდინა, რომელიც მისივე ინფორმაციით, 1988 წელს არის დაბადებული.

ბორცვაძის განცხადებით, ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით აქტიური საპოლიციო სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები