ცაგერსა და ლენტეხში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ცაგერსა და ლენტეხში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 31-მდე. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი, ცაგერის მუნიციპალიტეტში კი 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, ამბროლაურში თვითიზოლაციაში 72, ცაგერში კი 105 პირი იმყოფება და ლაბორატორიში კვლევისთვის სულ ორივე მუნიციპალიტეტიდან 21 ბიოლოგიური მასალაა გადაგზავნილი.
31 დადასტურებული შემთხვევიდან 25 ცაგერის მაცხოვრებელია, 6 კი ამბროლაურის.

როგორც მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის სამსახურებში „რეგიონულ კვირას“ განუმარტეს,

კონტაქტების მოძიება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაძლოა თვითიზოალციაში მყოფთა რიცხვი გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები