ხობში დათა ხურცილავას სახელობის მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ხობში დათა ხურცილავას სახელობის მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 28 882 ლარია, შპს ,,სამოქალაქო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხეთის სტადიონს, გურიფულში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა, ასევე რეაბილიტირდა შავღელეს, ხამისკურის და ყულევის სპორტული მოედნები