თორნიკე რიჟვაძე: მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აჭარაში არსებული ეპიდსიტუაცია მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარება რეგიონში დასტაბილურდა, რაშიც დიდია ჯანდაცვის სამინისტროს წვილი.

„ჩვენ შევძელით, რომ მაქსიმალურად დაგვესტაბილურებინა ეპიდვითარება რეგიონში, რაშიც დიდი როლი და ცენტრალური მნიშვნელობის სამუშაო გასწია ჯანდაცვის სამინისტრომ. სესტემურად, სრულად არის დალაგებული როგორც პაციენტების მართვა ოჯახებში, ასევე სტაციონარში. აჭარაში პირველად პილოტურად ამოქმედდა კოვიდსასტუმროები. შესაბამისად, ყველა პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ძირითადი სამედიცინო სერვისები, აქვს ხელმისაწვდომობა. თუმცა, ამავე დროს ჩვენ გავხსენით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამაც შესაბამისად მობილობა გაზარდა” – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
თორნიკე რიჟვაძე ასევე შეეხო წინასაარჩევნო პერიოდს და პოლიტიკოსებს მოუწოდა პოლიტიკური შეკრებებისას დაიცვან რეკომენდაციები და წესები, რათა საფრთხის ქვეშ არ დააყენონ მოქალაქეების სიცოცხლე.
,,მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ჩვენ, ერთობლივად, მოქალაქეების პასუხისმგებლობითა და რეკომენდაციების დაცვით აუცილებლად შევძლებთ ვითარების სტაბილურად მართვას მომავალშიც“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 186 კოვიდ დადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 6810 პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები