აღთაკლია-ყარათაკლიას საბავშვო ბაღის აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი, აღთაკლია-ყარათაკლიას საბავშვო ბაღის აღმზრდელია.
როგორც “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირებულ პირს კონტაქტი ბაღის სხვა თანამშრომლებთან ჰქონდა.
“ინფიცირებულს კონტაქტი სხვა მასწავლებლებთანაც ჰქონდა რის გამოც საბავშვო ბაღი დაიხურა”, – განაცხადეს საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გარდაბანში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.