წალკაში 65 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
წალკაში კოვიდინფიცირებით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 65 წლის ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.
“კოვიდინფიცირებული წალკის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. კოვიდინფექციასთნ ერთად მას სხვა თნმხლები დაავადებებიც ჰქონდა, გარედაცვალების მიზეზი ფილტვების უკმარისობა გახდა”, – განაცხადეს ჯანდაცვის ცენტრში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვემო ქართლის რეგიონში რეგიონში კორონავირუდის 89 შემთხვევა გამოვლინდა.