არეშფერნის თემში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
მიმდინარე წელს არეშფერნის თემში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
სოფელ არეშფერანში ახალი ამბულატორია აშენდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 89 990 ლარი შეადგინა.
სოფელ ბებურიანი-ბოლქვის დამაკავშირებელი 1 448 გრძივი მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 298 000 ლარს შეადგენს.
შიდა გზები მოიხრეშა სოფელ არეშფერანსა და სოფელ ზემო ბოლქვში.
წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 272 471.47 ლარია განსაზღვრული.
სოფელ არეშფერანში (კაკლიანში) ჭაბურღილთან ერთად, წყალსადენი მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სოფელ ზემო და ქვემო ბოლქვში ჭაბურღილი, ხოლო სოფელ ქევხიანში სასმელი წყლის სათავის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
ნაპირსამაგრი დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მდინარე აფენის ხევის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე დაიწყო, მდინარე აფენზე კი საცალფეხო ხიდი უკვე გაკეთდა. სამუშაოების ღირებულებამ 285 366 ლარი შეადგინა.
გარე განათების ელექტრო გაყვანილობის ბოძები შეიცვალა და ახალი სანათები დამონტაჟდა სოფელ არეშფერანში.
ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის მიზნით სოფელ ხოშატიანში საფეხბურთო სტადიონი მოეწყო. სოფელ არეშფერნის საჯარო სკოლაში კი სანიტარული კვანძები მოწესრიგდა.
ჯამში მიმდინარე წელს არეშფერნის თემში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 048 809.1 ლარი დაიხარჯება.