აჭარაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პაციენტები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
,, 2 პაციებტი გარდაიცვალა დღეის მონაცემებით. 68 წლის კაცი.
კლინიკაში შემოვიდა 14 ოქტომბერს.
მისი დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, გადატანილი ინფქატი და ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, კიდურების ათეროსკლეროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა იყო.
გარდაცვლილი მეორე პაციენტი 86 წლის ქალი, შემოვიდა 21 იქტომბერს დიაგნოზით: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი იშემიური ინსულტი”,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.