ახალციხის #1 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ახალციხის #1 საჯარო სკოლაში 4 მოსწავლესა და 7 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამიტომ, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
სკოლის დირექტორის, ჟუჟუნა გოგოლაურის ინფორმაციით, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.