თელავის საბავშვო ბაღი აღმზრდელის კოვიდინფიცირების გამო 12 კალენდარული დღით დაიკეტა
თელავში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი კოვიდ 19- ით დაინფიცირდა, რის გამოც დაწესებულება 12 კალენდარული დღით დაიკეტა. როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, მიმდინარეობს დაინფიცირებულის კონტაქტების მოკვლევა და თვითიზოლაციაში გადაყვანა.
” კახეთის რეგიონში ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან: თელავში -15, ლაგოდეხში -3, სიღნაღში -5, გურჯაანში -11, დედოფლისწყაროში -2, ყვარელში -2 და ახმეტაში -4. თელავის შემთხვევებიდან 1 თელავის საბავშვო ბაღის მასწავლებელია. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და საბავშვო ბაღის დაკეტება 12 კალენდარული დღით, ასევე მიმდინარეიბს ახლო კონტაქტების მოკვლევა და თვითიზოლაციაში გადაყვანა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ასევე, კოვიდ 19- ით დაინფიცირდა სოფელ წინანდლის სკოლის პედაგოგიც , რის გამოც, პრევენციის მიზნით, იგეგმება დეზინფექციის ჩატარება სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებამდე და მე- 2 და მე- 4 კლასის მოსწავლეებისთვის ონლაინ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.