“ნაცმოძრაობის” მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით, რუსთავში ჩატარდა
პარტია “ნაციონალური მოძრაობა” კორონავირუსის პანდემიისა და ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების უგულებელყოფით ხალხმრავალ შეკრებებს აგრძელებს, მორიგი ასეთი შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართა. პარტიის მხარდამჭერები მაჟორიტარი დეპუტატის, დავით კირკიტაძის წარდგენას პირბადის გარეშე და დისტანციის დაცვის გარეშე ესწრებოდა.