ბაღდათში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა – 2 დაშავდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები