ცაგერის სამხატვრო სკოლაში ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ცაგერის სამხატვრო სკოლაში იმ ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევართა გამოფენა მოეწყო, რომლებმაც სკოლა წლების წინ დაამთავრეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები არიან. გამოფენის ორგანიზატორი სამხატვრო სკოლა, მხარდამჭერი კი მუნიციპალიტეტის მერია იყო. გამოფენა ცაგერის სურათების გალერიის შენობაში, სამხატვრო სკოლის დარბაზში მოეწყო და ეპიდსიტუაციის გამო ყველა რეკომენდაცია იყო დაცული. როგორც სამხატვრო სკოლის დირექტორმა გია დავითულიანი „რეგიონულ კვირასთან „ამბობს ,დიდი ხანია ამ გამოფენის მოწყობა სურდათ და დღეს ოცნება პედაგოგებმა და კურსდამთავრებულებმა ერთად აისრულეს-„ 15 კურსდამთავრებული დღეს თავის ნახატებით ლეჩხუმელი დამთვალიერებლის წინაშე წარსდგა. პედაგოგები ამაყები ვართ,რადგან ისინი არა მარტო კარგი მხატვრები, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები არიან-ზოგი ექიმი, არქიტექტორი, ერთერთი კურსდამთავრებული კი გერმანიაში მართავს გამოფენებს. ჩვენ ამ დღეს ტრადიციად ვაქცევთ და ყოველი წლის ოქტომბრის 25 რიცხვში ჩავატარებთ”,-განაცხადა სკოლის დირექტორმა.
გიორგი ჭაბუკიანმა, ახალგაზრდა მხატვარმა, რომელმაც სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი უკვე დაასრულა და ახლა ურბანულ არქიტექტურას ეუფლება, განაცხადა, რომ ეს დღე მის ცხოვრებაში უბედნიერესია, რადგან მისი ნამუშევრების შეფასება ლეჩხუმელებს მიანდო-„მე ამ სკოლაში პირველივე კლასიდან ვსწავლობდი და გია მასწავლებელმა პირველივე შტრიხიდან შემაყვარა ხატვა, ეს მე ფანქრის ყველა გასმაზე მახსოვს, მადლობა საღამოს ორგანიზატორებს და დამთვალიერებლებს“,- ამბობს ახალგაზრდა მხატვარი.
ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,ლეჩხუმის საზოგადოების წარმომადგენლები და დამთვალიერებლები ესწრებოდნენ. ახალგაზრდა მხატვრებს მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები