სიღნაღში რეაბილიტირებული საკვირაო ბაზარი გაიხსნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ახლად რეაბილიტირებული საკვირაო ბაზარი გაიხსნა, სადაც ადგილობრივების გარდა, სხვა რეგიონებიდან ჩასულ ფერმერებს საშუალება ექნებათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მოახდინონ.

ბაზარი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებმა გახსნეს.

ბოდბისხევის ბაზარში, რომელიც 1902 წლიდან ფუნქციონირებს და ტრადიციული მნიშვნელობისაა, ამ დრომდე, მცირე სამუშაოების გარდა, მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები