ახალქალაქში სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
ახალქალაქელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა. ის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსითან ერთად, სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
ცნობისთვის, ახალქალაქელ ექიმს კორონავირუსი 19 ოქტომბერს დაუდასტურდა.