ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგია – პროექტი, რომელიც უამრავ ახალგაზრდას საკუთარი ოცნების ახდენაში ეხმარება
ახალგაზრდების დასაქმება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტი პროექტის ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგია“ ფარგლებში ახორციელებს.
სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაუფინანსდა სოსო დავითოშვილს იდეა, რომელსაც ფრინველის გასამრავლებლად ინკუბატორი გადაეცა. მის მსგავსად ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ მეფუტკრეობის განსავითარებლად ინიციატივა დაუფინანსა დიმიტრი ლომიძეს და ქალბატობების სამეულს, რომლებმაც სოფელ სანიორეში ადგილობრივებისთვის სამკერვალო სკოლის ფუნქციონირევას ჩაუყარეს საფუძველი.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგიის“ მიზანია, დაარეგულიროს იმ საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეხებათ. ყვარლის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლის ახალგაზრდული საქმიანობების სტრატეგიის დოკუმენტი 2018 წლის 5 მარტს დამტკიცდა , რომელიც მოიცავს ხუთ სტრატეგიულ მიმართულებას და იმ საკითხთა ფართო სპექტრს არეგულირებს, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეხება.