ვახტანგ გომელაური ზუგდიდში სამხრეო პოლიციის შენობაში იმყოფება

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მათთან ერთადაა ცენტრალური კრიმინაკური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძეც.

სამხარეოს შენობაში მათ პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. ამ ეტაპზე, მაღალჩინოსნებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, ქვეყნის პირველი პოლიციელის ვიზიტი ზუგდიდში სავარაუდოდ, 21 ოქტომბერს “საქრთველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეს უკავშირდება.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა 8 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები