ბათუმში ქურდობის მიზნით თავს ხიმშიაშვილები ოჯახს დაესხნენ. წაღებულია ძვირფასეულობა. როგორც ირკვევა, მძარცველი საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შევიდა. მან ოჯახის ერთ-ერთ წევრს თავის არეში დაზიანება მიაყენა. პაციენტი კლინიკაშია გადაყვანილი.
მედიკოსების თქმით, მას თავისა და სახის არეში აქვს დაზიანება მიღებული და ყველა შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა.
გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.