სამეგრელოში კორონავირუსი 93 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 9

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშებიდან 93 -ზე დადებითი პასუხია, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“59 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 შემთხვევა გვაქვს ფოთში, 7 შემთხვევაა წალენჯიხაში. ასევე 7 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 6 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 1 ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიიდან, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 119 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს”, – აღნიშნულია გუბერნიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 9 პირი, მათ შორის 5 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 174 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები