აჭარაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პაციენტებს კოვიდთან ერთად თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდათ. ორი მათგანი ბათუმის ,,რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ მკურნალობდა. მესამე 72 წლის ქალი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადიოდა მკურნალობის კურსს.
,,რესპუბლიკურ საავადმყოფოში 90 წლის ქალი, 12 ოქტომბერს იქნა შემოყვანილი. დიაგნოზით კოვიდ 19, პნევმონია, ქრ. გასტრიტი, კონვერსიული შლილობა.
მეორე პაციენტი კი 66 წლის ქალი, კლინიკაში 20 ოქტომბერს შემოიყვანეს, დიაგნოზით კოვიდ 19, პნევმონია, დიალეზდამოკიდებული, შაქრიანი დიაბევტი. მცდელობის მიუხედავად პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა“,-განაცხადა გია კიკაბიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები